ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებასთან მიზნობრივ თანამშრომლობას განაგრძობს”- ევროკომისია

ევროკავშირი არ აღიარებს ვენესუელის დროებით პრეზიდენტს, დელსი როდრიგესს, თუმცა ქვეყნის ხელისუფლებასთან მიზნობრივ თანამშრომლობას განაგრძობს. ამის შესახებ ევროკომისიის სპიკერმა სამშაბათს განაცხადა.

ანიტა ჰიპერმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ევროკავშირის დიდი ხნის წინანდელი პოზიცია, რომ ვენესუელის ხელისუფლება „თავის მანდატს იღებს საარჩევნო პროცესიდან, რომელმაც ვერ უზრუნველყო ხალხის ნების პატივისცემა დემოკრატიული ცვლილებების მიმართ“.

ანიტა ჰიპერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირი მხარს უჭერს ინკლუზიურ დიალოგს, რომელიც ვენესუელაში დემოკრატიულ გარდაქმნას შეუწყობს ხელს – მასში ჩართული უნდა იყოს ყველა ის აქტორი, რომელიც ერთგულია დემოკრატიული პრინციპების, მათ შორის, „ოპოზიციის დემოკრატიულად არჩეული ლიდერები“.

„ჩვენ არ გვიღიარებია ნიკოლას მადუროს ლეგიტიმურობა და იგივე ეხება დელსი როდრიგესს, თუმცა ჩვენ შევინარჩუნებთ მიზნობრივ ურთიერთობას ვენესუელის ხელისუფლებასთან, რათა დავიცვათ ჩვენი ინტერესები და ერთგული დავრჩეთ ჩვენი პრინციპების“, – დასძინა მან.

იტვირთბა....