ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

 უნგრელი რეჟისორი ბელა ტარი 70 წლის ასაკში გარდაიცვალა

უნგრელი რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი ბელა ტარი 70 წლის ასაკში, ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

ბელა ტარი 1955 წლის 21 ივლისს პეჩში დაიბადა, მაგრამ უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იზრდებოდა  მამამისი სცენის დიზაინერი იყო, ხოლო დედამისი 50 წლის განმავლობაში სუფლიორად მუშაობდა თეატრში. როცა ტარს 14 წელი შეუსრულდა, დაბადების დღეზე მამამისმა კამერა აჩუქა.

16 წლიდან კინემატოგრაფით დაინტერესდა. იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

ტარის ყველაზე ცნობილ ნამუშევრად შვიდსაათიანი ფილმი „სატანისტანგო“ ითვლება – უნგრელი მწერლის, ლასლო კრასნაჰორკაის ამავე სახელწოდების რომანის ეკრანიზაცია.

იტვირთბა....