აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე” – ანტონიო კოშტა

ვიმყოფებით პარიზში, „მსურველთა კოალიციის“ მნიშვნელოვან შეხვედრაზე, რათა კიდევ ერთხელ დავადასტუროთ ჩვენი მხარდაჭერა უკრაინის მიმართ და გავაძლიეროთ წვლილი უსაფრთხოების მყარი გარანტიების მისაღწევად , – ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტა სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი თქმით, ეს გარანტიები მყარი და ხანგრძლივი მშვიდობის ფუნდამენტური ელემენტია.

„ევროკავშირი მხარს დაუჭერს უკრაინას ყოველ ნაბიჯზე, რათა უზრუნველყოს მისი სუვერენიტეტი, უსაფრთხოება და კეთილდღეობა“ – წერს კოშტა.

იტვირთბა....