უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი პარიზში “მსურველთა კოალიციის” სამიტზე ჩავიდა – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
უკრაინის პრეზიდენტის პრესსპიკერის, სერგეი ნიკიფოროვის ცნობით, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პირისპირ შეხვდება.
მოგვიანებით, აშშ-ის პრეზიდენტის წარმომადგენლებთან, სტივ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ზელენსკისა და მაკრონის ერთობლივი შეხვედრა გაიმართება.
პარიზში “მსურველთა კოალიციის“ შეხვედრა ადგილობრივი დროით 15:00 საათზე (თბილისის დროით 18:00) დაიწყება.

