ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის X-ის რუსულენოვან ანგარიშზე პოსტი გამოქვეყნდა, რომელშიც რუსულ ენაზე წერია: „ნუ ითამაშებთ თამაშებს პრეზიდენტ ტრამპთან“
„პრეზიდენტი ტრამპი საქმის კაცია. არ იცოდით? ახლა უკვე იცით“ – წერია პოსტის აღწერაში
სახელმწიფო დეპარტამენტის მთავარ, ინგლისურენოვან ანგარიშზე კი მოგვიანებით გამოქვეყნდა პოსტი, რომელშიც წერია, „ეს ჩვენი ნახევარსფეროა და პრეზიდენტი ტრამპი არ დაუშვებს ჩვენს უსაფრთხოებას ვინმე დაემუქროს“.

