რამზან კადიროვმა თქვა, რომ ჩეჩნეთის რესპუბლიკის მოქმედ ვიცეპრემიერად 20 წლის ვაჟი, ახმატ კადიროვი დანიშნა.
ახმატ კადიროვი ასევე დარჩება ფიზკულტურისა და სპორტის მინისტრის პოსტზე. 20 წლის ბიჭი 2024 წლის შემდეგ რეგიონული ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრიც არის.
კადიროვმა ასევე აღნიშნა, რომ მოქმედ ვიცეპრემიერად დანიშნა ახმედ დუდაევი- ჩეჩნეთის ეროვნული პოლიტიკის, საგარეო ურთიერთობების, პრესისა და ინფორმაციის მინისტრი.
კადიროვის უმცროსი ვაჟი, 18 წლის ადამ კადიროვი, ბოლო ორი წლის განმავლობაში შვიდ ოფიციალურ პოზიციას იკავებდა

