აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“კოლუმბია გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში” – არმანდო ბენედეტი

კოლუმბია გააგრძელებს შეერთებულ შტატებთან თანამშრომლობას ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში ვაშინგტონის დაზვერვისა და ტექნოლოგიების გამოყენებით – ამის შესახებ კოლუმბიის შინაგან საქმეთა მინისტრმა, არმანდო ბენედეტიმ ისაუბრა.

“კოლუმბიის მთავრობამ აშშ-ის მთავრობას აცნობა… რომ ჩვენ ვაგრძელებთ კოორდინაციას და თანამშრომლობას ნარკოტიკებით ვაჭრობის წინააღმდეგ ბრძოლაში. ჩვენ ასევე გავაგრძელებთ ამ უბედურების წინააღმდეგ ბრძოლას განსაკუთრებული ყურადღებით კოლუმბია-ვენესუელის საზღვარზე“ | განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა არმანდო ბენედეტიმ იუსტიციის მინისტრ ანდრეს იდარაგასთან ერთად ჟურნალისტებისთვის გაგზავნილ ვიდეომიმართვაში.

კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა კოლუმბიის პრეზიდენტს, გუსტავო პეტროს „ავადმყოფი კაცი“ უწოდა და კოლუმბიაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა.

იტვირთბა....