თურქეთის პრეზიდენტს, რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.
თურქეთის პრეზიდენტის კომუნიკაციების დირექტორატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ სატელეფონო საუბრისას ლიდერებმა თურქეთსა და აშშ-ს შორის ორმხრივი პოლიტიკური ურთიერთობები, თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობა, ორ ქვეყანას შორის სავაჭრო ურთიერთობები, ასევე რეგიონული და გლობალური საკითხები, განსაკუთრებით კი ღაზის სექტორსა და ვენესუელაში არსებული ვითარება განიხილეს.
“ანკარა კეთილდღეობის, მშვიდობისა და განვითარებისთვის ბრძოლაში მეგობარი ვენესუელელი ხალხის მხარდაჭერას გააგრძელებს“ – განაცხადა ერდოღანმა მინისტრთა კაბინეტის შეხვედრის შემდეგ.

