ნიკოლას მადურო თავს უდანაშაულოდ ცნობს, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
„უდანაშაულო ვარ, დამნაშავე არ ვარ, წესიერი ადამიანი ვარ და კვლავ ჩემი ქვეყნის პრეზიდენტი ვარ“, – განაცხადა მადურომ სასამართლოში.
თავი უდანაშაულოდ ცნო მადუროს მეუღლემაც.
„სრულიად უდანაშაულო ვარ“, – აღნიშნა სილია ფლორესმა.
ცნობისთვის, 3 იანვარს სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეოები, რომელთა მიხედვითაც, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ვენესუელის დედაქალაქ კარაკასზე ვერტმფრენებით საჰაერო იერიშები მიიტანა.
მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ ნიკოლას მადუროსა და მის მეუღლეს, სილია ფლორესს, ნიუ-იორკის სამხრეთის ოლქში ბრალი წაუყენეს. ნიკოლას მადუროს ბრალი წაუყენეს ნარკო-ტერორიზმის შეთქმულებაში, კოკაინის იმპორტის შეთქმულებაში, იარაღის შენახვისა და ფლობის შეთქმულებაში.

