ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ნიუ-იორკში ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი მიმდინარეობს

ნიუ-იორკში ნიკოლას მადუროს სასამართლო პროცესი დაიწყო, – ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

ვენესუელის გადაყენებული პრეზიდენტი, ნიკოლას მადურო და მისი მეუღლე, სილია ფლორესი მოსამართლე ალვინ ჰელერშტეინის წინაშე წარდგნენ.

ნიკოლას მადუროს ბრალად ნარკოტერორიზმი, ნარკოტრეფიკინგი, ასევე, იარაღის ფლობა ედება.

პროცესზე მადუროს Wikileaks-ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის ადვოკატი, ბარი პოლაკი წარმოადგენს.

სასამართლოს წინ მადუროს როგორც მხარდამჭერები, ასევე, მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილი.

იტვირთბა....