აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანში მიმდინარე აქციებზე უსაფრთხოების ძალებმა 990 ადამიანი დააკავეს და სულ მცირე 20 მოკლეს მათ შორის სამი მოზარდია – The guardian

ირანში რვადღიანი საპროტესტო აქციების მიმდინარეობისას, უფლებადამცველი ორგანიზაციები რეჟიმის უსაფრთხოების ძალებს „მოქალაქეების განურჩევლად მიზანში ამოღებაში“ ადანაშაულებენ

აშშ-ში დაფუძნებული ირანის ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციის (HRAI) ცნობით, დემონსტრაციებმა სულ მცირე 78 ქალაქი და 222 ლოკაცია მოიცვა, დემონსტრანტები კი რეჟიმის დამხობას მოითხოვენ. ამავე ორგანიზაციის მონაცემებით, ამ დროისთვის რეჟიმის უსაფრთხოების ძალებმა 990 ადამიანი დააკავეს და სულ მცირე 20 მოკლეს, მათ შორის, 3 მოზარდია – ერთი 15 წლის, ორი კი – 17. HRAI-ის დირექტორის მოადგილემ, სკაილარ ტომპსონმა, Guardian-ს განუცხადა, რომ ჯგუფს დოკუმენტირებული აქვს მკვლელობები, ასევე მინიმუმ 44 ბავშვის დაპატიმრება

„ეს რიცხვები ნათელ მტკიცებულებას იძლევა იმისა, რომ ახალგაზრდები მონაწილეობენ საპროტესტო აქციებში. მშვიდობიანი მოსახლეობის განურჩეველი მიზანში ამოღება ფართოდ უნდა იქნას დაგმობილი, როგორც საერთაშორისო სამართლის დარღვევა, განსაკუთრებით ბავშვების ნათელი მაგალითის გათვალისწინებით“, – თქვა ტომპსონმა

ირანში პროტესტი ეროვნული ვალუტის გაუფასურების, მაღალი ინფლაციისა და პროდუქტზე ფასების მკვეთრი ზრდის გამო დაიწყო

იტვირთბა....