აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ირანში საპროტესტო აქციები მეცხრე დღეა გრძელდება

ირანში საპროტესტო აქციები მეცხრე დღეა გრძელდება. აქტივისტებს ირანის უზენაესი მოსამართლე აფრთხილებს, მისი თქმით, დემონსტრანტების მიმართ “არ იქნება ლმობიერება”. ის ამტკიცებს, რომ მათ მხარს ისრაელი და აშშ უჭერს.

ირანის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრმა, სატარ ჰაშემიმ ინტერნეტის შესაძლო გათიშვის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, “ხალხს აქვს მოთხოვნები და პროტესტი, მაგრამ ამავე დროს არსებობს სერიოზული შეშფოთება ბიზნესისთვის ზიანის მიყენების შესახებ, თუ ინტერნეტი შეფერხდება ან გაითიშება და ეს შეშფოთება სრულიად გასაგებია”.

მან თქვა, რომ ინტერნეტზე წვდომის შეწყვეტა ან შეზღუდვა არ არის აბსოლუტური ან მუდმივი ზომა და რომ გადაწყვეტილებები მიიღება იმის გათვალისწინებით, რასაც ის “უსაფრთხოებას, საარსებო წყაროს და მოქალაქეების სიცოცხლის დაცვას” უწოდებს.

იტვირთბა....