მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს – აღნიშნულის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, კირ სტარმერმა განაცხადა.
“მე მას [დანიის პრემიერ-მინისტრი] მხარს ვუჭერ. ის გრენლანდიის მომავლის შესახებ მართალია. დანია ნატო-ს მოკავშირეა და მნიშვნელოვანია, რომ გრენლანდიის მომავალი დანიისა და თავად გრენლანდიის მიერ გადაწყდეს“ – აღნიშნა დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა.

