ჩვენ გრენლანდია გვჭირდება – ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.
“ჩვენ გრენლანდია გვჭირდება. ახლა ის ძალიან სტრატეგიულია. გრენლანდია ყველგან რუსული და ჩინური გემებითაა დაფარული. ჩვენ გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით გვჭირდება და დანია ამას ვერ შეძლებს“ – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე.

