ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას თუ ვერ შეძლებენ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს – “თაიმსი”

ირანის უსაფრთხოების ძალები პროტესტის ჩახშობას თუ ვერ შეძლებენ, ირანის უზენაესი ლიდერი აიათოლა ალი ხამენეი მოსკოვში გაქცევას გეგმავს –  აღნიშნულის შესახებ სტატიას “თაიმსი“ აქვეყნებს.

სიტუაციის გაუარესების შემთხვევაში 86 წლის ხამენეი თეირანიდან თავის 20 თანაშემწესა და ოჯახის წევრთან ერთად გაქცევას განიხილავს.

“გეგმა B ხამენეისთვის, მისი ახლო წრისა და ოჯახისთვისაა, მათ შორის მისი ვაჟისა და მემკვიდრის, მოჯტაბასთვის“, – განუცხადა „თაიმსს“ სადაზვერვო წყარომ და აღნიშნა, რომ ეს გულისხმობს „აქტივების, საზღვარგარეთული ქონების და ნაღდი ფულის შეგროვებას უსაფრთხო გადასვლის უზრუნველსაყოფად“.

“თაიმსის“ ცნობით, ხამენეის აქტივების ფართო ქსელი აქვს.

“თაიმსი“ წერს, რომ ის იშვიათად ჩნდება საჯაროდ და ბოლო რამდენიმე დღის საპროტესტო აქციების დროს მას განცხადება არ გაუვრცელებია.

იტვირთბა....