ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მზია ამაღლობელს, რომელიც იბრძვის ჩვენი მომავლისთვის – გიორგი სიორიძე

საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუცხადოთ მზია ამაღლობელს, რომელიც იბრძვის ჩვენი მომავლისთვის – აღნიშნულის შესახებ “ლელო-ძლიერი საქართველოს“ წევრმა, გიორგი სიორიძემ განაცხადა.

“ერთი წელი გადის მზია ამაღლობელის დაპატიმრებიდან. ეს ქალი იქცა ნამდვილ სიმბოლოდ უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლის. მან თავისი შეუდრეკლობით, თავისი გაუტეხელობით მთელ მსოფლიოს აჩვენა, რომ ეს რეჟიმი არის მჩაგვრელი რეჟიმი და სიმბოლურად გააწნა სილა ამ უსამართლობას. ჩვენი, საზოგადოების ვალია, რომ 12 იანვარს მრავლად გამოვიდეთ რუსთაველზე საპროტესტო აქციაზე და სოლიდარობა გამოვუხატოთ იმ ადამიანს, რომელიც იბრძვის სწორედ ჩვენი მომავლისთვის, რომელიც არის ჩვენი იმედი და ერთ-ერთი სიმბოლო იმის, რომ არასდროს შევეგუებით რუსულ რეჟიმს“ – განაცხადა გიორგი სიორიძემ.

იტვირთბა....