აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ჩინეთის საგარეო მინისტრი ნიკოლას მადუროს გასამართლებაზე – არ ვეთანხმებით, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია, მსოფლიო მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდეს

არასდროს გვჯეროდა, რომ რომელიმე ქვეყანას შეუძლია იმოქმედოს, როგორც მსოფლიო პოლიციელმა და არც იმას ვეთანხმებით, რომ რომელიმე ერს შეუძლია მსოფლიო მოსამართლეობის პრეტენზია ჰქონდეს, – ამის შესახებ ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ ვენესუელაში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, „ყველა ქვეყნის სუვერენიტეტი და უსაფრთხოება სრულად უნდა იყოს დაცული საერთაშორისო სამართლის შესაბამისად“.

ცნობისთვის, ვენესუელას პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელიც აშშ-მა ვენესუელაში ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად დააკავა, ნიუ-იორკის სასამართლოს წინაშე დღეს წარსდგება, სადაც მას ნარკოტიკებთან დაკავშირებულ ბრალდებებს წაუყენებენ. დღესვე, ნიუ-იორკში გაეროს უშიშროების საბჭო კოლუმბიის მოთხოვნით, და ჩინეთისა და რუსეთის მხარდაჭერით, შეიკრიბება, რათა ნიკოლას მადუროს დაკავებასთან დაკავშირებით აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის გადაწყვეტილება განიხილონ.

იტვირთბა....