აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“მკაცრად მოვუწოდებ აშშ-ს შეწყვიტოს გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა დანია და შესაბამისად გრენლანდია ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება” – დანიის პრემიერი

დანიის პრემიერ-მინისტრი მეტე ფრედერიკსენი აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს მოუწოდებს, გრენლანდიის მიტაცების შესახებ მუქარა შეწყვიტოს.

„აშშ-ის მიერ გრენლანდიის მიტაცების აუცილებლობაზე საუბარი აბსოლუტურად უაზროა. აშშ-ს არ აქვს უფლება, დანიის სამეფოს სამი ერიდან რომელიმეს ანექსია მოახდინოს“ – აღნიშნა დანიის პრემიერმა.

მისი თქმით, დანია და შესაბამისად, გრენლანდია, ნატო-ს წევრია და მასზე ალიანსის უსაფრთხოების გარანტია ვრცელდება.

„მკაცრად მოვუწოდებ შეერთებულ შტატებს, შეწყვიტოს მუქარა ისტორიულად ახლო მოკავშირის და სხვა ქვეყნისა და სხვა ხალხის წინააღმდეგ, რომლებმაც ძალიან ნათლად განაცხადეს, რომ არ იყიდებიან“, – განაცხადა დანიის პრემიერმა.

მეტე ფრედერიკსენმა ეს განცხადებები მას შემდეგ გაკეთა, რაც ტრამპის ერთ-ერთი თანაშემწის, სტივენ მილერის მეუღლემ – კეიტი მილერმა – სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა გრენლანდიის ამერიკის დროშის ფერებში გამოსახული რუკა, წარწერით: „მალე“.

დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ გრენლანდია, შესაძლოა, აშშ-ის ანექსირებული ნაწილი გახდეს. ფრედერიკსენის აღნიშნული კომენტარების შემდეგ ტრამპმა ჟურნალისტებს Air Force One-ის ბორტზე განუცხადა, რომ შეერთებულ შტატებს გრენლანდია ეროვნული უსაფრთხოების თვალსაზრისით სჭირდება.

იტვირთბა....