ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ირანი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას გმობს და მას სახელმწიფო ტერორიზმს უწოდებს

ირანი ვენესუელაში აშშ-ის სამხედრო ოპერაციას გმობს და ვაშინგტონის ქმედებას სახელმწიფო ტერორიზმს უწოდებს. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი აბას არაღჩი ტელეფონით ესაუბრა ვენესუელელ კოლეგას, ივან გილ პინტოს.

როგორც ირკვევა, აბას არაღჩიმ აშშ-ის ქმედებას ვენესუელის სუვერენიტეტისა და მისი ხალხის ეროვნული ნების აშკარა დარღვევა უწოდა.

თავის მხრივ, ვენესუელის საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლიერება გამოხატა ირანის პრინციპული პოზიციისა და ვენესუელასადმი სოლიდარობის გამოცხადების გამო.

იტვირთბა....