ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება უკრაინის ომი

“არ მსურს, ევროკავშირი ომში ვიხილო, რადგან ფულის მიცემა ნიშნავს ომს” – ვიქტორ ორბანი

არ მსურს, ევროკავშირი ომში ვიხილო, რადგან ფულის მიცემა ნიშნავს ომს, – ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბრიუსელში, ევროკავშირის ლიდერების სამიტის დაწყებამდე განაცხადა.

კითხვაზე, დგას თუ არა გაყინული რუსული აქტივების საკითხი კვლავ დღის წესრიგში, უნგრეთის პრემიერი პასუხობს, რომ ეს საკითხი „ჩიხშია“.

„ამისთვის უმაღლეს დონეზე საკმარისი მხარდაჭერა არ არის“, აღნიშნა ორბანმა, ხოლო კითხვაზე, თუ ვისი ინტერესებით მოქმედებს, ევროპის თუ მოსკოვის, ამაზე ვიქტორ ორბანმა უპასუხა:

„მე ვმუშაობ მშვიდობისთვის, რადგან მიმაჩნია, რომ ის, რაც უნდა გავაკეთოთ, მეტი ნაბიჯის გადადგმაა მშვიდობისკენ და არა ომისკენ. გარანტიები რისთვის? მთელი ეს იდეა სისულელეა. ორი ქვეყანა ერთმანეთთან ომშია, და ეს არ არის ევროკავშირი, ეს რუსეთი და უკრაინაა, და ვიღაცას, ანუ ევროკავშირს სურს აიღოს თანხა ომში მყოფი ერთ-ერთი მხარის ფული და მისცეს მეორეს. ეს პირდაპირ ომისკენ მარშია. ასე რომ, ბელგიის პრემიერ-მინისტრი მართალია. ჩვენ არ უნდა გავაკეთოთ ეს“,- განაცხადა ორბანმა.

იტვირთბა....