პარლამენტში მესამე მოსმენით მხარი დაუჭირეს და საბოლოოდ მიიღეს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის შესახებ კანონი.
კანონპროექტს მხარი 76 დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ 2 წავიდა.
აქამდე, 14 წლამდე არასრულწლოვნები დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში ყველანაირი პასუხიმგებლობისგან თავისუფლები იყვენენ. ახალი კანონით, მოზარდები დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, პროკურირის მიმართვის შემდეგ, მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, შესაძლებელია კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში განათავსონ.
კანონში წერია, რომ კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მოთავსება მხარდაჭერისა და რეაბილიტაციის ცენტრში მხოლოდ უკიდურეს შემთხვავში გამოსაყენებელი ზომა იქნება. იმ შემთხვევაში, თუ მას დამუტკიცდება ქმედება, რომელიც სისხლის სამართალში მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის კატეგორიაშია.
იონათამიშვილი: კანონში ჩაიწერება, რომ ბავშვის მხარდაჭერის სახლში მოთავსება არის უკიდურესი
მოზარდი სახლის ბენეფიციარი 6 თვის ვადით შეიძლება იყოს, მაქსიმალური ვადა კი 2 წელია. 14-წლამდე მოზარდს მულტიდისციპლინარული ჯგუფის დასკვნის საფუძველზე შეეძლება ცენტრი ვადაზე ადრე დატოვოს.
კანონპროექტის ინიციატორი ქართული ოცნება იყო. კანონის თანამხად, იუსტიციის სამინისტროს დაქვემდებარებაში შექმნება არასრულწლოვანთა მხარდაჭერის და რეაბილიტაციის სახლი. საუბარია კანონთან კონფლქიტში მყოფ 10-დან 14 წლამდე მოზარდებზე, რომელთათვისაც პროგრამები ინდივიდუალურად შემუშავდება და მასჩი ჩართულები იქნებიან ბავშვთა ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები. კანონის თანახმად რეაბილიტაციის სახლები იქნება მცირე ზომის საოჯახო ტიპის დაწესებულებები.
დღევანდელ სხდომაზე დასუზტდა კანონის ამოქმედების ვადები – არასრულწლოვანთა რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის ცენტრის ფუნქციონირების ნაწილში კანონი ამოქმედდება 2026 წლის პირველი მაისიდან. ხოლო მის სტრუქტურაში არასრულწლოვნებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლის შექმნა 2026 წლის პირვლი ივლისიდან.
14 წლამდე ბავშვების რეაბილიტაციის ცენტრი – რა ითქვა პირველ საკომიტეტო განხილვებზე
გარდა ამისა, ივანიშვილის პარლამენტი პირველი მოსმენით, დაჩქარებული წესით განიხილავს სისხლის სამართლის კოდექსში შესატან ცვლილებას. კანონპროექტის ინიციატორის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, ცვლილება კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვნების შესახებ კანონპროექტის თანმდევია.
ცვლილების თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლს, რომელიც სასჯელის დამამძიმებელ გარემოებებს ადგენს, ახალი პუნქტები ემატება. არასრულწლოვნის დანაშაულში ჩართვა, ან არასრულწლოვანთან ერთად დანაშაულში მონაწილეობა დამამძიმებელი გარემოებები იქნება.
დანაშაულის არასრუწლოვნებთან ერთად ჩადენა, მასში მათი ჩაბმა დამამძიმებელი გარემოება იქნება.

