აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“მოსკოვზე დრონებით შეტევა განხორციელდა, დედაქალაქში აფეთქებების ხმები ისმოდა” – რუსული მედია

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვზე 15 დეკემბრის ღამეს დრონებით თავდასხმა განხორციელდა, რასაც აფეთქებები მოჰყვა, – ინფორმაციას რუსული „ტელეგრამ“ არხები ავრცელებენ.

ამასთან, დედაქალაქის მერის, სერგეი სობიანინის განცხადებით, რუსეთის საჰაერო თავდაცვის ძალებმა 15 უკრაინული დრონი ჩამოაგდეს.

გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებები მოსკოვის ისტრას რაიონში დაფიქსირდა. გარდა ამისა, დრონებით თავდასხმის გამო, დროებით შეჩერდა დომოდედოვოს და ჟუკოვსკის აეროპორტების მუშაობა. თუმცა, მოგვიანებით, შეზღუდვები მოიხსნა.

იტვირთბა....