ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

მინდა, ადვოკატთა ასოციაციამ აჩვენოს, რომ უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, პროფესიული და ეთიკური მაღალი სტანდარტების დაცვა – ეკა ბესელია

მინდა, ადვოკატთა ასოციაციამ აჩვენოს, რომ უნდა თავისუფლება, დამოუკიდებლობა, პროფესიული და ეთიკური მაღალი სტანდარტების დაცვა –  ამის შესახებ ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან განაცხადა.

“დღეს მე ძალიან ბევრ სისტემურ პრობლემას ვხედავ – ადვოკატებს ციხეში ისე ექცევიან, რომ ეს მათ პროფესიულ ღირსებას ხელყოფს, სასამართლო დარბაზში ვხედავ როგორ არათანაბარ პირობებში აყენებს სასამართლო მეორე მხარესთან მიმართებით. ვხედავ ინსტიტუციურ გამოწვევებს პროფესიის შიგნით. საჭიროა, რომ ეს ასოციაცია ყველასთვის გაიხსნას – ყველა ადვოკატი უნდა გრძნობდეს, რომ ეს მისი ასოციაცია და მისი ტრიბუნაა. ადვოკატი ვინმეს ზეწოლის ქვეშ – ნიშნავს, რომ ქვეყანაში ადამიანის უფლებებს ვერ დავიცავთ, რადგან ეს არის ერთადერთი პროფესია, რომელსაც აქვს ასეთი მაღალი დამოუკიდებლობა. ჩვენ ვართ იმისთვის, რომ სხვები დავიცვათ – როგორ შეიძლება ვინმეს გავლენის ქვეშ ვიყოთ? მაშინ როგორ მოვახერხებდით ადამიანების დაცვას.

მინდა ჩემს ახალგაზრდა კოლეგებს ჩემი გამოცდილებით მივეხმარო და ვაპირებ, აქტიურად ვიყო ამ პროცესში ჩართული. მინდა, რომ არჩევითი ორგანოები სხვადასხვა ჯგუფიდან იყოს. არ მომწონს გუნდურობა, რადგან ასოციაციას სჭირდება ამ ორგანოებში სანდო, ეთიკური, გამოცდილი, თავისუფალი და დამოუკიდებელი ადვოკატები. მე იმედი მაქვს, ასეთებს ავირჩევთ ჩვენ დღეს” – განაცხადა ეკა ბესელიამ.

იტვირთბა....