“გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე საპატიმროს 19 დეკემბერს, 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვებს.
“ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის N12 პენიტენციურ დაწესებულებას 7 თვიანი პატიმრობის შემდეგ 19 დეკემბერს დატოვებს” – წერია მის ფეისბუქზე გამოქვეყნებულ პოსტში.
ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა.

