ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჩვენი რეგიონის და არა მხოლოდ ჩვენი რეგიონის ქვეყნების უმაღლესი თანამდებობის პირები, კარგი შესაძლებლობაა საქართველოსთვის, რომ კიდევ ერთხელ, ყველას გასაგონად აქცენტები გაკეთდეს ჩვენი ქვეყნის პრიორიტეტებზე.
ირაკლი კობახიძე საუბარში შეეხო უსაფრთხოების გამოწვევებს, რაც აქვს ჩვენს ქვეყანას და ასევე იმ პოტენციალს, რომელიც აქვს საქართველოს, ეკონომიკური განვითარების პროგრესის გათვალისწინებით, გეოპოლიტიკური მდებარეობის გათვალისწინებით და ეს ყველაფერი გაჟღერდა პრემიერ-მინისტრის გამოსვლაში, ფორუმის ფარგლებში“ -თქვა მაკა ბოჭორიშვილმა. ის კობახიძესთან ერთად აშხაბადში იმყოფება.
თურქმენეთში, აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა. ღონისძიებას ესწრება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც.

