“უკომენტაროდ და უსირცხვილოდ!” – წერს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში და ეხმაურება აშხაბადის ფორუმს, რომელსაც კობახიძე და პუტინი ესწრებიან.
შეგახსენებთ, თურქმენეთში, აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ფორუმი მიმდინარეობს, სადაც ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა. ღონისძიებას ესწრება ოკუპანტი ქვეყნის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინიც. კადრები რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ გაავრცელა.

