აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

“აუცილებელია ავაშენოთ სახელმწიფოებს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი, ღია და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები” – ვლადიმირ პუტინი

“აუცილებელია ავაშენოთ სახელმწიფოებს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი, ღია და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები”, – აღნიშნა პუტინმა აშხაბადში, მშვიდობისა და ნდობის წლისადმი მიძღვნილ საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას.

“გასული 2025 წელი გაერომ მშვიდობისა და ნდობის წლად გამოაცხადა. 80 წლის წინ შექმნილი ეს ორგანიზაცია, ღირსეულად აგრძელებს თავისი მისიის შესრულებას და, ფაქტობრივად, წარმოადგენს უნიკალურ, ხშირად ერთადერთ მექანიზმს ინტერესთა საერთაშორისო ბალანსის უზრუნველსაყოფად. რაც მთავარია, ის ხელს უწყობს რთული პრობლემების შეთანხმებული გადაწყვეტილებების პოვნას, ყველა ქვეყნის პოზიციებისა და მოსაზრებების გათვალისწინებით. დარწმუნებულები ვართ, რომ სწორედ ამ ლოგიკით, გაეროს წესდების პრინციპების საფუძველზე, მრავალპოლარული სამყაროს ახალ ეპოქაში შესაძლებელი და აუცილებელია ავაშენოთ სახელმწიფოებს შორის ჭეშმარიტად გულწრფელი, ღია და ურთიერთსასარგებლო ურთიერთობები”. – განაცხადა პუტინმა.

შეგახსენებთ, 2025 წელის მშვიდობისა და ნდობის საერთაშორისო წლად გაეროს გენერალური ასამბლეის 78-ე სესიაზე, თურქმენეთის ინიციატივით გამოცხადდა და მას ირაკლი კობახიძეც ესწრება.

იტვირთბა....