“რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ცხადია” – ამის შესახებ ALDE სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, რომლითაც შალვა პაპუაშვილის მოთხოვნას, რომ დაეგმოთ ალეკო ელისაშვილის ძალადობრივი ქმედება, ეხმაურება.
“რა თქმა უნდა, ALDE ამ ქმედებებს არ ამართლებს, ეს თავისთავად ცხადია. ისევე, როგორც ჩვენ არასოდეს გავამართლებთ მშვიდობიანი მომიტინგეების წინააღმდეგ ძალადობას ან ქიმიური იარაღის გამოყენებას” – წერს ALDE სოციალურ ქსელში.

