აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

აშშ და კიევი სამშვიდობო გეგმის ფარგლებში 2027-სთვის უკრაინის EU-ში შესვლას განიხილავენ – WP

Washington Post-ის ავტორი, დევიდ იგნატიუსი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ სამშვიდობო გეგმის ფარგლებში ვაშინგტონი და კიევი განიხილავენ შეთავაზებას, რომლის მიხედვითაც უკრაინა ევროკავშირში შესვლას 2027 წელს შეძლებს. 

“უკრაინა გაწევრიანდება ევროკავშირში 2027 წლისთვის. ეს ჩქარი გაწევრიანება ევროკავშირის ზოგიერთ ძალას აღელვებს. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციაში ფიქრობენ, რომ უნგრეთის, რომელიც ევროკავშირში კიევის მთავარი ოპონენტია, ოპოზიციის დაძლევას შეძლებენ.  გაწევრიანება ხელს შეუწყობს ვაჭრობასა და ინვესტირებას. თუმცა, სავარაუდოდ ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ ეს უკრაინას აიძულებს, გააკონტროლონ სახელმწიფო საკუთრებაში მყოფ ბიზნესებში კორუფციის მავნე კულტურა.” – წერს იგნატიუსი.

იგივე ავტორის თქმით, მოლაპარაკებებზე განიხილება დელიმიტარიზებული ზონის შექმნის წინადადება. ამ ზონაში გათვალისწინებულია მთელი ფრონტის ხაზი, დონეცკიდან ხერსონამდე და ზაპორიჟიამდე. ავტორის წყაროს ინფორმაციით, ამ დემილიტარიზებული ზონის მიღმა იქნება კიდევ უფრო ღრმა ზონა, სადაც აკრძალული იქნება მძიმე შეიარაღების განთავსება. განიხილება მსგავს ზონაში ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის საზღვარზე არსებული სადამკვირვებლო პრაქტიკის შექმნა. 

იგნატიუსი წერს, რომ განიხილავენ ზაპოროჟიის ატომური ელექტროსადგურის აშშ-სთვის გადაცემის შესაძლებლობასაც. მსგავსი წინადადების განხილვის შესახებ ცნობები წარსულშიც გავრცელებულა.

იტვირთბა....