აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს” – დონალდ ტრამპი

უკრაინამ არჩევნები უნდა ჩაატაროს – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Politico-სთან ინტერვიუში განაცხადა.

კითხვაზე, დროა თუ არა, უკრაინამ არჩევნები ჩაატაროს, აშშ-ის პრეზიდენტმა დადებითი პასუხი გასცა.

„ვფიქრობ, დროა. ვფიქრობ, არჩევნების ჩატარებისთვის მნიშვნელოვანი დროა. ისინი ომს იყენებენ იმისთვის, რომ არჩევნები არ ჩაატარონ, მაგრამ ვფიქრობ, უკრაინელ ხალხს ეს არჩევანი უნდა ჰქონდეს“- განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „შესაძლოა, ზელენსკიმ გაიმარჯვოს კიდეც“.

„არ ვიცი, ვინ გაიმარჯვებს. მაგრამ, არჩევნები დიდი ხანია არ ჰქონიათ. ისინი დემოკრატიის შესახებ საუბრობენ, მაგრამ ეს იქამდე მიდის, რომ უკვე დემოკრატია აღარ არის“ – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

იტვირთბა....