აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

 “ვნახეთ, რომ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში, რადგან აქციაში გაიარა, როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით აღმოჩნდა იქ, დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა”- შალვა პაპუაშვილი

” ვნახეთ ცოტა ხნის წინ გერმანიის ელჩი აღმოჩნდა გაუგებრობაში იმის გამო, რომ გაიარა აქციაში. როგორც თვითონ ამბობს, შემთხვევით აღმოჩნდა იქ, დაეზარა გზის მეორე მხარეს გადასვლა და ამხელა საერთაშორისო სკანდალში გაეხვა. ასე რომ, ნუ შეაფერხებენ სხვების გადაადგილებას”- შალვა პაპუაშვილმა შეკრება-მანიფესტაციის წესის კიდევ უფრო მეტად გამკაცრებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, ახალი პროექტი სრულ შესაბამისობაშია როგორც საქართველოს კონსტიტუციის სტანდარტთან, ისე სტრასბურგის პრაქტიკასთან.

„რაიმე სამართლებრივი წუნი ამ პროექტს არ აქვს. რაც შეეხება კანონპროექტის შინაარსს, ვრცელდება იგივე პრინციპი, რაც არის მანქანების სავალ გზასთან დაკავშირებით, იგივე შეეხება მოქალაქეების გადაადგილებისთვის შეფერხების არ შექმნას. აქაც შეტყობინების წესი დღესაც არსებობს ყველა ასეთ შეკრებასთან დაკავშირებით, შესაბამისად, თუკი ამგვარი შეკრება ხელს უშლის ან შეაფერხებს მოქალაქეების გადაადგილების შესაძლებლობას, რა თქმა უნდა, შესაძლებლობა ექნება პოლიციას, რომ სხვანაირი გეზი მიუთითოს. ზუსტად იგივე პრინციპია – თუკი მანქანით მოძრავ მოქალაქეებს არ უნდა შეექმნათ ზედმეტი დისკომფორტი, როდესაც არ არის ადამიანების საკმარისი რაოდენობა გზა არ უნდა იკეტებოდეს და ამაზე კარგია, რომ შეთანხმდა მთლიანად საზოგადოება, მათ შორის, ის ადამიანები, ვინც აქციებში არიან ჩართულები, ამ მხრივ კანონს ემორჩილებიან და არის სრული გაგება, თუ რა სტანდარტი უნდა მოქმედებდეს, იგივე ეხება ფეხით მოსიარულეების უფლებებსაც – თუკი არ არის საკმარისი რაოდენობა, არ უნდა შეაფერხონ სხვა მოქალაქეების ფეხით გადაადგილება. ხელოვნურად არ უნდა მოხდეს გადაკეტვა.

ვისაც უნდა რაიმე პროტესტის გამოხატვა, ამისთვის აქვს ყველანაირი შესაძლებლობა იმის გარეშე, რომ არ შეაფერხოს სხვა მოქალაქეების უფლებები“ – განაცხადა პაპუაშვილმა.

აღნიშნული მითითების შეუსრულებლობა პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს.

იტვირთბა....