უწყვეტი პროტესტის 376-ე დღეს მოქალაქეების პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე შეიკრიბნენ და მსვლელობით რუსთაველის მეტროსთან გადაინაცვლეს.
ისინი რუსთაველის მეტროდან კვლავ რუსთაველის გამზირზე, საკანონმდებლო ორგანოსთან ბრუნდებიან.
მოქალაქეებმა “ქართული ოცნების” მიერ, “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” საქართველოს კანონმდებლობაში ინიცირებული ცვლილებები გააპროტესტეს, რომლის მიხედვითაც, აქციის ჩასატარებლად ნებართვის აღება სავალდებულო ხდება შინაგან საქმეთა სამინისტროდან.
ამასთან, თუ შეკრება/მანიფესტაციის მონაწილეები არ დასთანხმდებიან შსს-ს მიერ მათთვის შეთავაზებულ ადგილს და თვითონ შერჩეულ ადგილზე ჩაატარებენ აქციას მონაწილეებს 15, ხოლო ორგანიზატორებს 20 დღემდე ადმინისტრაციული პატიმრობა დაეკისრებათ.

