ვოლოდიმირ ზელენსკი, ემანუელ მაკრონი და ფრიდრიხ მერცი დაუნინგ სტრიტზე მივიდნენ- ინფორმაციას Sky News-ი ავრცელებს.
გერმანიის კანცლერს, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებს დაუნინგ სტრიტზე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დახვდა.
მოსალოდნელია, რომ შეხვედრის შემდეგ ლიდერები მედიასთან კომენტარებს გააკეთებენ.
დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ცნობით, ლიდერები „ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“.

