აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

“არსებობს ერთი კითხვა,თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?“-ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მომლაპარაკებლებს, რომლებიც აშშ-ის მიერ შეთავაზებულ სამშვიდობო წინადადებას განიხილავენ, დონბასის რეგიონში ტერიტორიის საკითხთან დაკავშირებით შეთანხმებისთვის არ მიუღწევიათ.

ზელენსკიმ Bloomberg-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ აშშ-ის წინადადების ელემენტები საჭიროებს შემდგომ განხილვას რიგ მგრძნობიარე საკითხებზე, მათ შორის უსაფრთხოების გარანტიებსა და ასევე, დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებთან დაკავშირებით.

„არსებობს აშშ-ის, რუსეთისა და უკრაინის ხედვები – და ჩვენ არ გვაქვს ერთიანი შეხედულება დონბასთან დაკავშირებით“ – განუცხადა ზელენსკიმ Bloomberg News-ს.

მისი თქმით, კიევი დასავლელი მოკავშირეებისგან, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სგან, უსაფრთხოების გარანტიებზე ცალკე შეთანხმების მიღწევას ცდილობს.

„არსებობს ერთი კითხვა, რომელზეც მე და ყველა უკრაინელს გვინდა პასუხის მიღება: თუ რუსეთი კვლავ დაიწყებს ომს, რას გააკეთებენ ჩვენი პარტნიორები?“ – განაცხადა ზელენსკიმ.

იტვირთბა....