უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით ,ევროპის თავზე შავი ღრუბლები გროვდება. ბრიუსელი რუსეთთან ომისთვის ემზადება და მას უკვე აქვს განსაზღვრული ომის დაწყების საბოლოო თარიღი: 2030 წელი. ბრიუსელის მიერ დაწყებული შეიარაღების პროგრამის გამოცხადებული მიზანია, რომ კავშირი ომისთვის მზად იყოს 2030 წლისთვის. 2030 წელი ასევე არის უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების დაჩქარებული პროცედურის სამიზნე თარიღი. ევროკავშირის დამფუძნებელი ხელშეკრულება ადგენს, რომ „მისი ერთ-ერთი წევრი სახელმწიფოს ტერიტორიაზე შეიარაღებული თავდასხმის შემთხვევაში, სხვა წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან, ამ სახელმწიფოს გაუწიონ მათ ხელთ არსებული ყველა დახმარება. შესაბამისად, ომის მდგომარეობაში მყოფი უკრაინის ევროკავშირში მიღება გამოიწვევს ომში დაუყოვნებლივ ჩართვას.ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ მომავალი წელი შეიძლება იყოს უნგრეთის ბოლო არჩევნები, როდესაც რეალურად შევძლებთ ომისა და მშვიდობის საკითხზე გადაწყვეტილების მიღებას. თუ 2026 წელს არასწორ გადაწყვეტილებას მივიღებთ, 2030 წლის შემდეგ არჩევნებში მის გამოსწორებაზე ფიქრი უკვე გვიანი იქნება. ვისაც მშვიდობა სურს, შემოგვიერთდით!” – წერს უნგრეთის პრემიერმინისტი , ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელში.
იტვირთბა....

