გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი, კირ სტარმერი დღეს, 8 დეკემბერს ლონდონში უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლებს – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას BBC-ი ავრცელებს.
როგორც ცნობილია, ზელენსკი მოლაპარაკებებს საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან ერთად დაესწრება.
დაუნინგ სთრითმა განაცხადა, რომ ლიდერები “ყურადღებას გაამახვილებენ მიმდინარე სამშვიდობო მოლაპარაკებებსა და შემდეგ ნაბიჯებზე“.

