იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს სამშვიდობო წინადადება – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. მისი თქმით, რუსეთი “სამშვიდობო გეგმას“ დასთანხმდა, თუმცა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის ის არც კი წაუკითხავს.
“უნდა ვთქვა, ცოტა იმედგაცრუებული ვარ, რომ პრეზიდენტ ზელენსკის ჯერ არ წაუკითხავს წინადადება. მის ხალხს მოსწონს. მაგრამ მას არა. რუსეთი თანახმაა. იცით, რუსეთს, ალბათ, როცა ამაზე ფიქრობ, მთელი ქვეყანა ურჩევნია. მაგრამ, მჯერა, რომ რუსეთი თანახმაა, მაგრამ დარწმუნებული არ ვარ, რომ ზელენსკი თანახმაა. მის ხალხს მოსწონს, მაგრამ მას არ წაუკითხავს“ – აღნიშნა ტრამპმა.

