ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

პაკისტან-ავღანეთის საზღვართან შეიარაღებულ დაპირისპირებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა

პაკისტანსა და ავღანეთს შორის სასაზღვრო მონაკვეთში შეიარაღებულ დაპირისპირებას ხუთი ადამიანი ემსხვერპლა.

როგორც “თალიბანის“ წარმომადგენელმა, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა, პაკისტანის ძალებმა ყანდაარის პროვინციის სპინ-ბოლდაკის რაიონში პოზიციებს შეუტიეს, რასაც ავღანეთის დანაყოფების მხრიდან საპასუხო რეაქცია მოჰყვა.

პაკისტანის პრემიერ-მინისტრის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ავღანეთის ძალებმა ჩამანში საზღვრის გასწვრივ „არაპროვოცირებული ცეცხლი“ გახსნეს.

ავღანეთის მცხოვრებლების ცნობით, ორმხრივი სროლა დაახლოებით 22:30 საათზე დაიწყო და ორი საათის განმავლობაში გაგრძელდა.

იტვირთბა....