ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა ციტატა

ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება – კალაძე

ყველა ის პირი, რომლის მიმართ მტკიცებულებებით დადასტურდება, რომ მიზანმიმართული ქმედებით უხეშად აზიანებს საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯება – აღნიშნულის შესახებ კახა კალაძემ თავის ვიდეომიმართვისას განაცხადა.

“ბრიტანული მაუწყებლის მიერ გავრცელებული რეპორტაჟი სახელმწიფოს წინააღმდეგ მიმართულ სხვა ცრუ ბრალდებებსაც შეიცავს, რომელიც მხოლოდ იმიტომ ვერ გახდა საზოგადოების განსჯისა და შეფასების საგანი, რომ ეგრეთ წოდებული „კამიტეს“ გამოყენების ცრუ ბრალდება განსაკუთრებით მგრძნობიარე გამოდგა საზოგადოებისთვის. ხელოვნური აჟიოტაჟის დაწყებიდან მეხუთე დღეს კი უტყუარი ფაქტებით დასტურდება, რომ მსგავს შემთხვევას ადგილი არ ჰქონია, თუნდაც მხოლოდ იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ნივთიერება საქართველოში ფიზიკურად არ არსებობს. რაც შეეხება სხვა ანტისახელმწიფოებრივ  ბრალდებებს, რეპორტაჟში მტკიცებით ფორმაშია ნათქვამი, რომ არჩევნები გაყალბდა, მაშინ როდესაც ამის დამადასტურებელი არცერთი ფაქტი არ არსებობს, ხოლო არჩევნების შემფასებელმა მთავარმა სადამკვირვებლო მისიამ, იცით, რომ ეუთო\ოდირის მისია გვყავდა მოწვეული, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები კონკურენტულად, ხოლო „ქართული ოცნება“ არჩეულ ხელისუფლებად გამოაცხადა. პირდაპირ იყო ნათქვამი, რომ პარტიებს, ჰქონდათ შესაძლებლობა ეწარმოებინათ საარჩევნო კამპანია, საზოგადოებისთვის გაეცნოთ თავიანთი ხედვები, და რაც ყველაზე მთავარია – ხალხს ჰქონდა არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. ამავე რეპორტაჟში საუბარია მოძალადე მომიტინგეების წინააღმდეგ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე, როდესაც საზოგადოებამ ყველაფერი საკუთარი თვალით იხილა – თუ როგორ ძალადობდნენ აგრესიული, უცხოეთიდან დატრენინგებული ჯგუფები სამართალდამცავ უწყებებზე, როგორ გადაწვეს პარლამენტის შენობის გარკვეული  ნაწილი, დაამტვრიეს და გაანადგურეს ქალაქის ცენტრში სახელმწიფო და კერძო საკუთრება, დაუშინეს პოლიციას „მოლოტოვის კოქტეილები“ და დამიზნებით ესროდნენ სიცოცხლისათვის საშიშ პიროტექნიკას“ – აღნიშნა კალაძემ.

იტვირთბა....