ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

საპროტესტო მსვლელობა სლოგანით: “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“  – მომიტინგეები პარლამენტთან დაბრუნდნენ

საპროტესტო მსვლელობის მონაწილეები სლოგანით: “რეჟიმი გვწამლავს, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება“ ლეონიძის ქუჩის და თავისუფლების მოედნის გავლით პარლამენტთან დაბრუნდნენ.

მოქალაქეები ითხოვენ, ჩატარდეს საერთაშორისო გამოძიება და გაირკვეს, რა ტიპის ნივთიერება იყო გამოყენებული წყლის ჭავლში, რითაც პოლიციამ 2024 წლის ნოემბერ-დეკემბრის საპროტესტო აქცია დაშალა.

ცნობისთვის, BBC-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მათ მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა.

იტვირთბა....