აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ზურაბ ჯაფარიძე რუსთავის საპატიმროს 22 დეკემბერს დატოვებს

„კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე, რომელიც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზეა“ მსჯავრდებული, რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებას 22 დეკემბერს დატოვებს.

სწორედ ამ დროს ეწურება მას თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის საფუძველზე მისჯილი 7-თვიანი თავისუფლების აღკვეთა.

ცნობისთვის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძე 22 მაისს, სასამართლოს სხდომათა დარბაზში დააკავეს. ის საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად იყო დაბარებული, სადაც არ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით ჯაფარიძეს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 349-ე მუხლით წარუდგინეს, რაც „საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას“ გულისხმობს.

იტვირთბა....