ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“ტრამპი „ამერიკის ხმის“ უცხოურ ოფისებსა და რადიოსადგურებს დახურავს”- The New York Times

დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია გეგმავს დახუროს „ამერიკის ხმის“ (Voice of America – VOA) 6 უცხოური ბიურო და 4 მარკეტინგული ოფისი, ასევე შეაჩეროს რადიოსადგურების მუშაობა ოთხ ქვეყანაში, რაც ეწინააღმდეგება ამერიკული სასამართლოს გადაწყვეტილებას.

როგორც ეს გამომდინარეობს კონგრესისადმი გაგზავნილი შეტყობინების ტექსტიდან, რომელსაც გაზეთი The New York Times-ი გაეცნო, ხელისუფლება დახურავს შემდეგ ოფისებს:

4 მარკეტინგული ოფისი – ჯაკარტაში, ისლამაბადში, ნაირობისა და პრაღაში.

რადიოსადგურები: გერმანიაში, ტაილანდში, ბოტსვანასა და ჯიბუტიში.

აპრილში, აშშ-ის სასამართლომ ტრამპის ადმინისტრაციას დაავალა, აღედგინა აშშ-ის გლობალური მედიის სააგენტოს (USAGM) – რომლის შემადგენლობაშიც შედის „ამერიკის ხმა“ – საქმიანობა და ხელახლა დაესაქმებინა სააგენტოს ყველა თანამშრომელი.

თუმცა, აგვისტოში, USAGM-ის მოვალეობის შემსრულებელმა, კარი ლეიკმა სააგენტოდან 532 თანამშრომლის დათხოვნის შესახებ გამოაცხადა.

იტვირთბა....