კულინარია

კიევური კატლეტი: უკრაინელი ბებოს საიდუმლო რეცეპტი

 

დაგჭირდებათ:

2 ქათმის ფილე

2-3 ს.კ დარბიელბული კარაქი

2-3 ღერი კამა

მარილი,პილპილი,საფანელი

2 კვერცხი

ფქვილი

ზეთი

უკრაინული კატლეტის მომზადებისთვის, ქათმის ფილეს სასურველია დაუტოვოთ მკერდის ძვალი, მაგრამ უძვლო ფილეს გამოყენებაც შეგიძლიათ. ფილე გარეცხეთ, გაამშრალეთ. ბასრი დანით სიბრტყეზე გადაჭერით ისე, რომ კიდე არ გაჭრათ და წიგნივით გადაიშალოს. დააფარეთ ცელოფანი და დაბეგვეთ, რომ უფრო დათხელდეს და გაიშალოს. კარაქს შეურიეთ მარილი, პილპილი, წვრილად დაჭრილი კამა, მიეცით მოგრძო კაფსულის ფორმა და გაყინეთ.

 

ფილეს წაუსვით მარილი და პილპილი. შუაში ჩადეთ კარაქის ბურთულა და ისე გადაახვიეთ, რომ ყველა კუთხიდან კარგად დაიფაროს.  კატლეტი ჯერ ფქვილში ამოავლეთ, შემდეგ ათქვეფილ  კვერცხში, ბოლოს -საფანელში. მერე კვლავ კვერცხში და საფანელში. ეს საჭიროა იმისთვის, რომ ფილე კარგად შეიკრას და კარაქმა არ გამოჟონოს.

 

კატლეტი შეწვით ცხელ ზეთში, საშუალო ცეცხლზე. ყველა მხრიდან რომ შეიწვება, ცეცხლს დაუწიეთ და ტაფას დაახურეთ. ხშირ-ხშრად აბრუნეთ.

 

იტვირთბა....