აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი ციტატა

“არასწორია ფორმულირება, რომ პუტინმა აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უარყო” – დიმიტრი პესკოვი

არასწორია ფორმულირება, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ აშშ-ის სამშვიდობო გეგმა უარყო, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„საქმე იმაშია, რომ მოსაზრებების ასეთი პირდაპირი გაცვლა პირველად მოხდა. როგორც გუშინ ითქვა, ზოგი რამ მისაღები იყო, ზოგი – მიუღებელი. ეს არის ნორმალური სამუშაო პროცესი, კომპრომისის ძიება.

„ჩვენ არ ვართ „მეგაფონის დიპლომატიის“ მომხრეები, ვხედავთ, რომ ამერიკელებიც იმავე პრინციპს იცავენ. არსებობს გაგება, რომ რაც უფრო მშვიდად წარიმართება ეს მოლაპარაკებები, მით უფრო პროდუქტიული იქნება ის“, – განუცხადა პესკოვმა ჟურნალისტებს.

იტვირთბა....