ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

Eagle Hills-ის პროექტის სამეთვალყურეო საბჭოში საქართველოს მხრიდან თორნიკე ზირაქიშვილი და ირაკლი ნადარეიშვილი იქნებიან

Eagle Hills Georgia -ს სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ირაკლი ნადარეიშვილი, სააგენტოს „აწარმოე სააგენტოში“ დირექტორის მოადგილე თორნიკე ზირაქიშვილი და Eagle Hills-ის დამფუძნებელი მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი არიან. ამონაწერი სამეწარმეო და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრიდან დღეს განახლდა.

რეესტრიდან ამოსული დოკუმენტის მიხედვით, სამეთვალყურეო საბჭო წევრი არიან: ირაკლი ნადარეიშვილი,  თორნიკე ზირაქიშვილი, მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი, რაშიდ მოჰამედ ალი რაშედ ალაბბარი,  ჰიშამ მოჰამედ იბრაჰიმ სოლიმანი.

ოფიციალური ინფორმაციით, Eagle Hills ჯამურად, 6,6 მილიარდი დოლარის ღირებულების დეველოპერულ პროექტებს განახორციელებს.

საქართველო პროექტების პარტნიორად და კომპანიის 33%-იანი წილის თანამესაკუთრედ განისაზღვრა.

იტვირთბა....