ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის რეგიონში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 1 100-ს გადააჭარბა

სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში მასშტაბური წყალდიდობის შედეგად 1 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, 800 კი დაკარგულად ითვლება.

მედიის ინფორმაციით, იმ რეგიონებში, სადაც დამანგრეველი წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება, სამაშველო და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს.

ამ დროისათვის არსებული მონაცემებით, შრი-ლანკაში სტიქიას, სულ მცირე 366, ინდონეზიაში 604 და ტაილანდში 176 ადამიანი ემსხვერპლა.

მაშველები ინდონეზიაში 464, შრი-ლანკაში კი – 367 დაკარგულს ეძებენ.

იტვირთბა....