კატარის შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, უსაფრთხოების მიზნით ქვეყნის რამდენიმე რაიონიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდა. ქვეყნის ხელისუფლების ცნობით, ღამისა და დილის განმავლობაში ორი რაკეტა ჩამოაგდეს.
მედიის ცნობით, ევაკუაციის მიზანია იმ ადგილების დაცვა, სადაც ამერიკული ეკონომიკური ინტერესებია კონცენტრირებული. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც ირანმა ისინი იერიშების „ლეგიტიმურ სამიზნეებად“ მოიხსენია.
თვითმხილველების თქმით, ადამიანებს სასწრაფოდ მოუწიათ მიწისქვეშა ავტოსადგომებში გადასვლა. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ Microsoft-ის კატარის ოფისთან დამატებითი დაცვა განალაგეს.
სააგენტო „როიტერის” ინფორმაციით, ნაწილობრივ ევაკუირებულია ის რაიონიც, სადაც ექვსი ამერიკული უნივერსიტეტის ადგილობრივი ფილიალებია განთავსებული.

