აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა ციტატა

” ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ ბრალდებებთან დაკავშირებით” – ანიტა ჰიპერი

“ჩვენც ახლახან ვნახეთ მედიაცნობები დემონსტრანტების წინააღმდეგ ქიმიური იარაღის გამოყენების შესახებ. თუ ეს დადასტურდა, მიუღებელი იქნება”, – ამის შესახებ ევროკომისიის პრესსპიკერმა საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში, ანიტა ჰიპერმა BBC-ის საგამოძიებო სტატიასთან დაკავშირებით, „ევროსკოპის“ მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.

„ასე რომ, ველით სწრაფ, გამჭვირვალე და სანდო გამოძიებას ამ ბრალდებებთან დაკავშირებით“, – აღნიშნა ევროკომისიის პრესსპიკერმა.

შეგახსენებთ, გამოცემა BBC-მ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ BBC-ის მიერ შეგროვებული მტკიცებულებები მიუთითებს, რომ საქართველოს ხელისუფლებამ გასულ წელს მთავრობის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციების ჩასახშობად პირველი მსოფლიო ომის დროინდელი ქიმიური იარაღი გამოიყენა

იტვირთბა....