აქტუალური თემა ახალი ამბები მთავარი

ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა ხვალ არის დაგეგმილი – დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს სტივ უიტკოფს ხვალ შეხვდება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ხვალ უიტკოფთან შეხვედრაა დაგეგმილი. მან თავად განაცხადა ამის შესახებ. პრეზიდენტს დღეს რამდენიმე არასაჯარო შეხვედრა ექნება რუსეთ-ამერიკული კონტაქტებისთვის მოსამზადებლად“ – აღნიშნა პესკოვმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პუტინისა და სტივ უიტკოფის შეხვედრა დღის მეორე ნახევრისთვის არის დაგეგმილი.

იტვირთბა....