“აზერბაიჯანელი სატვირთო მანქანების მძღოლები ამბობენ, რომ ბოლო კვირებია, რაც სასაზღვრო პუნქტებზე ხელოვნურად აყოვნებენ” – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “რეალპოლიტიკა” ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
“თბილისში ხედავენ, რომ რეგიონში ლოგისტიკური რეალობა იცვლება და ზანგეზურის მარშრუტს აღარ განიხილავენ როგორც შორეულ პერსპექტივას. ის რეალურად შენდება და იქცევა ახალი ინფრასტრუქტურის ნაწილად, რომელიც ადრე თუ გვიან შეცვლის უკვე ჩამოყალიბებულ ბალანსს. ათწლეულების განმავლობაში საქართველოში კონცენტრირებული ლოგისტიკური მონოპოლიის ფონზე, ალტერნატიული გზის გაჩენის შესაძლებლობა თბილისში მტკივნეულად აღიქმება.” – წერს აზერბაიჯანული გამოცემა Caliber-ის ავტორი სამირ ველიევი.
სტატიის ავტორი ასევე მიანიშნევს, რომ ამ გადაწყვეტილების მიზეზი შესაძლოა საქართველოს მთავრობაზე რუსეთის გავლენა იყოს:
“დასაშვებია, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა, რომლებიც ერთი ჩრდილოელი ქვეყნის ინტერესებზე არიან ორიენტირებულნი, გამოიყენეს ხელსაყრელი საბაბი იმისათვის, რომ აზერბაიჯანელ მძღოლებს შექმნოდათ პირობები, რომლებიც საქართველოში გადაადგილებას ურთულებს.”

